მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის პირველკლასელებს მასწავლებელმა ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად უქცია
22-11-2023
მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლა ის საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც პროფესიონალ მასწავლებელთა მთავარი საზრუნავი წარმატებული ახალი თაობის აღზრდა, მათი ცოდნის გაღრმავება და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაა.

სკოლაში ამაზე პირველი კლასიდანვე ზუნავენ. ამის ნათელი დადასტურებაა ისიც, რომ პირველკლასელები ანბანის შემობრძანებას საოცარი გულმოდგინებითა და სიხარულით შეხვდნენ. მათ მასწავლებლის (ლ.ჩიტიაშვილი) ხელმძღვანელობით, ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს, დიდი იკაობ გოგებაშვილის ღვაწლს გაეცნენ.

გარდა ამისა, პატარა მოსწავლეებმა პირველი ასო-ბგერები საკუთარი ხელით მოხატეს.

„განსაკუთრებული მომენტი აღმოჩნდა მათთვის უფროსი და-ძმების მიერ ქართული ანბანის შემობრძანება საკლასო ოთახში.  მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ნამდვილ ზეიმად აქციეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე მათ ცხოვრებაში - „ანბანის შემობძანება“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203