„პროპორციის გამოყენება კულინარიაში“ - საინტერესო პროექტი მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში
22-11-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მე-10 მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე - „პროპორციის გამოყენება კულინარიაში“, იმუშავეს. 

მოსწავლეებს, საგაკვეთილო თემის - „პროპორცია“ გავლის შემდეგ, მათემატიკის მასწავლებელმა - გულნაზი ლექვინაძემ საინტერესო აქტივობა შესთავაზა. 

ბავშვებს უნდა მოეძიებინათ ინფორმაცია სხვადასხვა ნამცხვრის, ხაჭაპურის, პიცის, სალათის შესახებ და განესაზღვრათ, თუ რა პროპორციით მზადდება კონკრეტული კერძი და რა დოზითაა საჭირო ინგრედიენტები. 

პროექტის ფარგლებში კი მოსწავლეებმა, პროპორციის სრული დაცვით დაამზადეს კერძები და ბოლოს კი ნახელავი დიდი სიამოვნებით დააგემოვნეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203