
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის VI ბ კლასის მოსწავლეებს გაკვეთილი მეთუნის სახელოსნოში ჩაუტარდათ.
საინტერესო გაკვეთილი ბიოლოგიის პედაგოგმა - დარეჯან კუჭუხიძემ, მოაწყო, ხარაგაულის რაიონის სოფელ შროშაში.
გაკვეთილის მიზანი იყო ცოდნის მიღება გამოცდილებითა და სოციალური ინტერაქციით.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მოუსმინეს ოსტატს - ნოდარ შველიძეს და თავადაც აქტიურად ჩაერთვნენ თიხის ნივთების დამზადების პროცესში.
მოზარდები გაეცვნენ არა მხოლოდ ბუნებისმცოდნეობის საკითხებს, არამედ ეთნოგრაფიული კულტურული მემკვიდრეობისა, თუ ყოფის ნიმუშებსაც ეზიარნენ.
„ბავშვებისთვის, მიღებული შთაბეჭდილებები წარუშლელი იქნება. არასოდეს დაავიწყდებათ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: