STOP BULLYING - ქვემო ბოლნისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისურენოვანი კედლის გაზეთი შექმნეს 
22-11-2023

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N2 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში თანადგომის, ჰუმანურობისა და კეთილსინდისიერების გაღვივებას. 

ამ მიზნით, მე-8 კლასის მოსწავლეებმა, სასკოლო პროექტის ფარგლებში, ინგლისური ენის მაია ჭეხაშვილის ხელმძღვანელობით, ინგლისურენოვანი კედლის გაზეთი - STOP BULLYING, შექმნეს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტი მნიშვნელოვანია არა მარტო მოსწავლეებისთვის, არამედ სასკოლო საზოგადოებისთვის, მშობლებისთვის, თემისთვის და მთლიანად მოსახლეობისთვის.

აღსანიშნავია, რომ პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, მშობელთა ჩართვას ბულინგის პრევენციის მექანიზმებში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203