
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ შეჯიბრში ჩაერთნენ და ერთმანეთს გონიერებაში შეერკინნენ.
კონკურსში - „ტვინების ბრძოლა“, III-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კონკურსის ბოლოს, გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები, რომლებიც გადავიდნენ მე-2 ტურში და მიიღეს შესაბამისი დიპლომები.
მოსწავლეებმა თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მხარს უჭერენ მოსწავლეთა აქტიურობასა და სხვადსხვა პროექტსა თუ ჩემპიონატში მონაწილეობას.
იხილეთ ფოტოები: