
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის გუნდმა ხელბურთში გამართულ სპორტულ ტურნირში წარმატებით იასპარეზა.
ტურნირი სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის ფარგლებში, წყალტუბოში, სპორტის სასახლეში გაიმართა.
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ხელბურთელ ვაჟთა გუნდმა კი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის დაიკავა პირველი ადგილი და მოიპოვა უფლება, გააგრძელოს თამაში რეგიონალურ ჩემპიონატში.
სკოლის გამარჯვებულ ხელბურთელთა გუნდის წევრებს გადაეცათ მადლობის სიგელები.
ხოლო სკოლის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა სპორტის მასწავლებელს ტარიელ გველესიანს.
იხილეთ ფოტოები: