„საოცარი ადამიანი იყო, უდიდესი ნიჭით დაჯოლდოებული... “ - ვაქირის საჯარო სკოლა ხელოვნების პედაგოგს - მარინე სიფრაშვილს გლოვობს
22-11-2023

ვაქირის საჯარო სკოლის საზოგადოება მწუხარებას გამოთქვამს ხელოვნების პედაგოგის - მარინე სიფრაშვილის გარდაცვალების გამო. 

„საოცარი ადამიანი უდიდესი ნიჭით დაჯილდოებული, შრომისმოყვარე, კეთილი და განათლებული“ - ასე, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით იხსენებენ პედაგოგს კოლეგები და სრულიად სასკოლო საზოგადოება. 

აღსანიშნავია, რომ პედაგოგი ფერწეულ ნამუშევრებს ქმნიდა, სადაც მისი ინდივიდუალიზმი, ქართული ტრადიციების სიყვარული და დამწერლობისადმი დიდი პატივისცემა იგრძნობოდა.

სკოლა პედაგოგის ნამუშევრებიდან რამდენიმე ნახატს გვიზიარებს.

„ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი გარდაცვლილის ოჯახსა და სკოლას უსამძიმრებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203