თემატურად მოკაზმული მოსწავლეები და საშემოდგომოდ მორთული სკოლა - ზეიმი მოდეგამის საჯარო სკოლაში
22-11-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“, გაიმართა. 

ღონისძიებისთვის მოსწავლეები საგანგებოდ გამოეწყვნენ, თემატური დეკორაციებით სასკოლო სივრცე მორთეს და საშემოდგომო ნუგბარით შთამბეჭდავი კუთხე მოაწყვეს. 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს, მასწავლებლებთან ერთად დრო საზეიმოდ გაატარეს და ბოლოს სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე, განწყობის ამაღლებასა და მათ ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვაზე განსაკუთრებით ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203