
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვასა და მათი განწყობის ამაღლებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ.
ამჯერად, ქართული სექტორის მეორე კლასის მოსწავლეები, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას გაეცნენ, საინტერესო თეატრალური წარმოდგენები იხილეს და დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ.
შთამბეჭდავი წარმოდგენები 14 და 15 ნოემბერს გაიმართა, რომლებსაც სკოლის მოსწავლეებთან ერთად, საგარეჯოს N3 და N 4 საბავშვო ბაღების აღსაზრდელებიც ესწრებოდნენ.
მოსწავლეებისთვის, წარმოდგენა საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: