
მარნეულის N6 საჯარო სკოლაში, პროექტებით სწავლებასა და მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, მე-4ე კლასის მოსწავლეებმა, პროექტ - „კულტურული მრავალფეროვნების“, ფარგლებში ღონისძიება გამართეს, რომელმაც მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიების თემა - ხევსურეთი გახლდათ.
მოსწავლეებმა, საქართველოს ულამაზეს მხარეზე - ხევსურეთზე ისაუბრეს, მისი კულტურული მემკვიდრეობა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვიცნობდეთ ჩვენს ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს.
ღინისძიება საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის.
იხილეთ ფოტოები: