
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში, კულტურისა და ხელოვნებისადმი მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში კინოჩვენება გაიმართა, სადაც მეხუთეკლასელებმა ნახეს ფილმი - „იავნანამ რა ჰქმნა“.
კინოჩვენება პედაგოგის - ნანა სხირტლაძის ხელმძღვანელობით მოეწყო.
მოსწავლეები დიდი ინტერესით უყურებდნენ ფილმს, დაძაბულნი ელოდნენ მოვლენების განვითარებას. ბოლოს კი, ემოციებით დატვირთულებმა დისკუსია მოაწყვეს.
ბავშვებმა თავიანთი შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს, ფილმის შენაარსსა და იდეაზე იმსჯელეს.
დღე საინტერესო, შთაბეჭდილებებით სავსე და შემეცნებითი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
იხილეთ ფოტოები: