
ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში სამოქალაქო პასუხიმგებლობის გაღვივებასა და მაღალზნეობრივი კულტურის ჩამოყალიბებას.
სწორედ ამ მიზნით, სკოლა საინტერესო, შემოქმედებითი და შემეცნებითი აქტივობებით შეუერთდა ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას.
მე-10 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ნინო ჩერქეზიშვილისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის - თამარ მაღლაფერიძის ხელმძღვანელობით, მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ცნობიერება აიმაღლეს.
მოსწავლეებმა კედლის გაზეთზე იმუშავეს, მოამზადეს პრეზენტაცია და მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებს წარუდგინეს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, იყო საინტერესო, ინფორმაციული და პროდუქტიული.
იხილეთ ფოტოები: