ბათუმის N13 სკოლის მხიარულთა და საზრიანთა გუნდმა „აჭარის რეგიონულ ლიგაში“ სასკოლო ჩემპიონატის პირველი ადგილი მოიპოვა
22-11-2023
ბათუმის N13 საჯარო სკოლის გუნდი აჭარის რეგიონული ლიგის - მხიარულთა და საზრიანთა შეჯიბრში, დიდი წარმატებით მონაწილეობს.
ლიგის მეორე ეტაპი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა.
ღონისძიებაში ჩართული იყო ბათუმის საჯარო და კერძო სკოლიდან წარმოდგენილი 9 გუნდი.
აღსანიშნავია, რომ მონაწილე გუნდებს, ერთი თვის განმავლობაში უტარდებოდათ შესაბამისი ვორქშოპები და რეპეტიციები.
2023 წელს გამართულ „აჭარის რეგიონულ ლიგაში“ სასკოლო ჩემპიონატის პირველი ადგილი მოიპოვა ბათუმის N13 საჯარო სკოლამ, ჟიურის რჩეული გახდნენ ბათუმის N27 და N28 საჯარო სკოლები, საუკეთესო მოთამაშედ კი დასახელდა ლუკა ფაღავა.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდები ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს