
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად მონაწილეობენ არაფორმალური განათლები პროექტებში.
ახლახან, აჭყვას საჯარო სკოლის IX, X, XI კლასის მოსწავლეთა შორის ჩატარდა ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“, რომელიც, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სააზროვნო კითხვებზე დაყრდნობით მოსწავლეთა მხრიდან ლოგიკურ მსჯელობასა და ზოგადი უნარების ფლობას მოითხოვდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მონაწილეებმა დროულად და ორგანიზებულად შეძლეს პასუხების დაფიქსირება.
მონაწილე ხუთი გუნდიდან გაიმარჯვა X კლასის გუნდმა - „ტვინები“.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ, მოსწავლეებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ წინსვლას ცოდნის დიდ გზაზე. შეხვედრა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ლელა თოთლაძე, მაია თევზაძე და თამარ კაპანაძე, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო გამოვიდა. სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეებს აქტიურობისა და ინიციატივის გამოჩენისათვის, რაც მათი მხრიდან ჩართულობის მაღალი მაჩვენებლით გამოიხატა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: