საღამოს საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა მზის სისტემის მოდელი შექმნეს
22-11-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. გაკვეთილები გაჯერებულია მრავალფეროვანი აქტივობებით, რაც მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე დადებითად აისახება.
მათ შორის აღსანიშნავია, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლის პედაგოგის - ა.ნალბანდიანის მე-3 კლასში ჩატარებული საინტერესო და სახალისო ბუნების გაკვეთილი.
გაკვეთილის თემა - „მზის სისტემა“ გახლდათ, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად მეტად საინტერესო აღმოჩნდა.
გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით მზის სისტემის უნიკალური მოდელი შექმნეს.
მოსწავლეებმა მზის სისტემაში შემავალი პლანეტები თაშესაქცევი აქტივობის წყალობით დიდი ენთუზიაზმით შეისწავლეს და შემოქმედებითი ნიჭიც წარმოაჩინეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს