პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის გუნდმა მათემატიკურ კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა
22-11-2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ კონკურსსა თუ თამაშში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის თამარ ჯაბადარის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გამართულ მათემატიკურ კონკურსს შეუერდა და წარმატებით იასპარეზა. 

კონკურსი სკოლებს შორის, გუნდურ პირველობაზე 10 ნოემბერს გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ კონკურსს ხელმძღვანელობდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მათემატიკის კლუბის ხელმძღვანელი - თამარ ქურხული. 

კონკურსის მსვლელობას თვალს ადევნებდა კომპეტენტური ჟიური. კონკურსი 2 ეტაპად წარიმართა: გუნდური და კაპიტნების ტური.

კონკურსში, როგორც უკვე აღვნიშნეთ მონაწილეობდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლაც, რომელმაც II ადგილი დაიკავა როგორც გუნდურ, ასევე კაპიტნების ტურში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203