
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-3 კლასის დამრიგებელმა - მარინე პეტროსიანმა ხელოვნების შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე - „ოქროს შემოდგომა“ ჩაატარა.
მასწავლებლის მიზანი, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეების შესაძლებლობებისა და შემოდგომის შესახებ მათი წარმოდგენების გაცნობა იყო.
მოსწავლეებმა დიდი ხალისითა და მონდომებით ისაუბრეს წელიწადის ამ დროის შესახებ, შემდეგ ფოთლებით ააწყვეს სიტყვები „ოქროს შემოდგომა“.
ბავშვებმა აღნიშნულ დღეს ასევე სხვადასხვა საინტერესო, თემატური ნახატები შექმნეს, დაწერეს შემოდგომაზე ლექსები და მასწავლებელთან ერთად კედლის გაზეთი გააკეთეს.
„მათ თავიანთი შემოქმედებით გააცოცხლეს სოფლის ცხოვრება და ცხოველების სამზადისი ზამთრისთვის“, - გვიყვებიან სკოლაში.
გაკვეთილი საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: