პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ ხალისითა და ინტერესით შეუერთდნენ 
22-11-2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები გამოსცადეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და საინტერესო გამოცდილებაც შეიძინეს. 

დისტანციურ კონკურსში მონაწილეობისთვის მოსწავლეები „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელებით დაჯილდოვდნენ. ამასთან, მათგან მე-11 კლასის მოსწავლე ლიზი ღვინაშილი მეორე ეტაპზე გადავიდა და ოქროს სიგელი დაიმსახურა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის შემოდგომის პერიოდის კონკურსები გრძელდება. პროექტი ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს

კონკურსის პირველი ეტაპი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის 15 ნოემბერს გაიმართა. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203