თბილისის N107 საჯარო სკოლაში ფრენბურთის ტურნირი ჩატარდა
22-11-2023

თბილისის N107 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ბავშვები სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა შეჯიბრში დიდი მონდომებით ერთვებიან.

30 ოქტომბერიდან - 17 ნოემბერის ჩათვლით, სკოლაში გაიმართა „ფრენბურთის ტურნირი 2023“, რომელშიც მონაწილეობდნენ ვაჟთა გუნდები სხვადასხვა კლასებიდან. ფინალში გავიდნენ X X და IX კლასები.

ტურნირს ხელმძღვანელობდნენ სკოლის თვითმმართველობის თავჯდომარე ლუკა აგიტიანი და ამავე სკოლის სხვადასხვა კლასის თვითმმართველები. ტურნირს აქტიური მხარდაჭერა თბილის N107 საჯარო სკოლის დირექციამ გაუწია.

21 ნოემბერს, სკოლის დირექტორ მარინე დემეტრაშვილთან და ასევე სკოლის პედაგოგ ინგა ბიბილურთან ერთად ღონისძიების ხელმძღვანელებმა აღნიშნული კლასები მედლებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვეს. 

სკოლაში თითოეულ კლასს წარმატებას უსურვებენ.

აღნიშნული პროექტი, მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მოსწავლეებში მის გავრცელებას სხვადასხვა აქტივობებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203