დიდაჭარის საჯარო სკოლის მერვეკლასელებმა ბულინგი საინტერესო პრეზენტაციით დაგმეს
22-11-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგების ხელმძღვანელობით ისინი საინტერესო პროექტებსა და აქტივობებში ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში მე-8 კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის მასწავლებლის - ნარგის წულუკიძის ხელმძღვანელობით, ბულინგის შესახებ პრეზენტაცია გამართეს. მერვეკლასელებმა მისი სახეებისა და შემთხვევების შესახებ ისაუბრეს, შექმნეს ინგლისურენოვანი პოსტერები, ასევე თემატური კედლის გაზეთი, რომელიც თვალსაჩინო ადგილას განათავსეს და პრეზენტაციის სახით წარადგინეს.

მათ აღნიშნული აქტივობით ბულინგი დაგმეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203