ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული ღონისძიება 
22-11-2023

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასში შთამბეჭდავი, ზღაპრებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ. 

სკოლაში მიზნად ისახავენ, სრულყოფილად განავითარონ მოსწავლეები და რომ მათ შეეძლოთ სიკეთისა და ბოროტების განსხვავება. 

სწორედ ამ იდეით იყო განმსჭვალული ინგლისურის ენის მასწავლებელი ლაურა ვარდანიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა ღონისძიებას. 

მოსწავლეებმა ზღაპრები ინგლისურად აღწერეს, წარმოადგინეს ნაწყვეტები და გაითამაშეს შთამბეჭდავი მიზანსცენები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა თავიანთი როლები დიდი ოსტატობით შეასრულეს.

დღე ემოციებით და შთაბეჭდილებებით სავსე აღმოჩნდა. 

„ბავშვებმა, ზღაპრულ სამყაროში გვამოგზაურეს, სადაც ჩვენც ბავშვები ვიყავით და გვჯეროდა, რომ ჩვენი ოცნებები ერთ დღეს ახდებოდა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203