თხილნარის N2 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას კვირეული მიეძღვნა
22-11-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით დატვირთული კვირეული გაიმართა. 

იაკობ გოგებაშვილის 183-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული დაწყებითი კლასების კათედრის ხელმძღვანელობით, პირველი-მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს. 

მოსწავლეებმა ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის შესახებ საინტერესო ცნობები მოიძიეს, გაეცნენ მათთვის უცნობ ფაქტებს და მისი შემოქმედება კიდევ ერთხელ გააცოცხლეს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ დაწყებითი კლასების პედაგოგები: ხათუნა მაკარაძე (კათედრის თავმჯდომარე), ნონა ფუტკარაძე,  ნარგიზ გაბრუშიძე და თალიკო ვახტანგიძე

კვირეული საინტერესო, პროდუქტიული და ინფორმაციული აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203