„ჩვენებური შემოდგომა“ - შთამბეჭდავი ღონისძიება ხანდოს საჯარო სკოლაში
22-11-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში, შთამბეჭდავი საშემოდგომო აქტივობები გაიმართა. 

მე- 6, მე-7, და მე-8 კლასის მოსწავლეებმა, რამდენიმე საინტერესო აქტივობა ჩაატარეს, თემაზე - „ჩვენებური შემოდგომა“.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა, ნახატების კონკურსის ფარგლებში, თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს და მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

კონკურსის ბოლოს, ჟიურიმ გამოავლინა 4 გამარჯვებული, საუკეთესო ნახატების ავტორები. 

სკოლაში ასევე მოეწყო კლასებს შორის კონკურსი, სადაც მოსწავლეებმა ხილისა და ბოსტნეულისგან ფიგურები შექმნეს.

ბავშვებმა, შემაჯამებელ ღონისძიებაზე  მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური ნომრები, სხვადსხვა საინტერესო თამაში ითამაშეს და დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ. 

ქართული ენის კათედრას  სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი მუშაობისთვის.

„ასეთი ღონისძიება ჩვენი სკოლის კულტურის ნაწილია“, - აღიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203