ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანზებით, პროექტი - „მოძღვრის საათი“ ხორციელდება
22-11-2023

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა - კურთხევით ტარდება „მოძღვრის საათი“, რაც გულისხმობს საჯარო სკოლებში შემეცნებით-საგანმანათლებლო საუბრებს რელიგიაზე, ხელოვნებასა და კულტურაზე.

ამჯერად, შეხვედრა გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში.

ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 წლის და დაბადებიდან 90 წლისთავს.

პროექტს ორგანიზებას უწევს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრი, მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლირა ღურკაია.

შეხვედრას დაესწრო ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ფიფია. შეხვედრას უძღვებოდა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სოფელ ნაგურუს წმ.გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ილია სარია.

როგორც ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრში გვეუბნებიან, სამოქმედო პროგრამა ემყარება საქართველოს განათლების სისტემის ეროვნულ სასწავლო გეგმას, საქართველოს კანონმდებლობას, ბავშვთა უფლებების კონვენციას და სხვა სამოქალაქო აქტებს.

მუშაობის მიზანია:

ა) ანალიტიკური აზროვნების, შემოქმედებითი უნარების, ქრისტიანული, ეროვნული და საკაცობრიო იდეალების განვითარება.

ბ) ტექნოლოგიური და ინტელექტუალური ინფორმაციის კვლევა-ძიების უნარების ჩამოყალიბება.

გ) ცხოვრებისეული გამოწვევების მიმართ სწორი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება.

დ) თავისუფალი და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება.

როგორც კულტურის ცენტრში აღნიშნავენ, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ყოველკვირეული შეხვედრა მუნიციპალიტეტში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებთან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203