„შემოდგომის ზეიმი“ ალათუმანის საჯარო სკოლაში 
22-11-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში, ტრადიციულად, „შემოდგომის ზეიმი“ ჩატარდა.

ღონისძიება მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას მოიცავდა.​ ჯერ გაიმართა ხატვის კონკურსი - „ოქროს შემოდგომა“. შემდეგ, შემოდგომის ნობათით მორთულ სუფრასთან ბავშვებმა მხატვრულად წაიკითხეს თემატური ლექსები, იმღერეს, იცეკვეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

ბოლოს, უფროსკლასელებს შორის მოეწყო კულინარიული დუელი.

„ჩვენმა ნიჭიერმა ბავშვებმა გაგვაოცეს კულინარიული უნარითაც, განსაკუთრებით, ბიჭებმა გამოიჩინეს თავი“,- გვიყვებიან სკოლაში. 

ჟიურიმ სპეციალური კრიტერიუმით შეაფასა მათ მიერ შექმნილი პროდუქტი და გამარჯვებული გუნდიც გამოავლინა.

ღონისძიება სკოლის ისტორიაში ერთ-ერთ შთამბეჭდავ დღედ ჩაიწერა. მას მოსწავლეებისთვის ჰქონდა, როგორც საზეიმო -გასართობი ისე შემეცნებითი ხასიათი. 

„ეს იყო ერთ-ერთი დაუვიწყარი დღე ალათუმნის საჯარო სკოლაში“,- გვეუბნება სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203