
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას სახალისო და საინტერესო აქტივობებით სწავლობენ.
დღეისთვის ინგლისური ყველაზე ფართოდ გამოყენებადი და სწავლებადი ენაა, ამიტომ სკოლაში კარგად ესმით უცხოური ენის ხარისხიანი სწავლების მნიშვნელობა, შესაბამისად მოსწავლეებს სასწავლო რესურსებითა თუ სტრატეგიებით ანებივრებენ.
მათ შორის აღსანიშნავია, მეხუთეკლასელთა სახალისო აქტივობა.
მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები და გააკეთეს პრეზენტაცია თემაზე - Family and pets.
მოსწავლეებმა დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავი და ინგლისური ენის ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.