ორბელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მკლავჭიდში გამართულ სპორტულ შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს
22-11-2023

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე წარმატებით აისახება. 

16 ნოემბერს, გაიმართა ცაგერის კომპლექსური სასპორტო სკოლის მიერ ორგანიზებული სპორტული შეჯიბრება მკლავჭიდში, ორბელის, ლაჯანის, ლაცორიის, ალპანის, ლაილაშის საჯარო სკოლებს შორის.

ორბელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს და მესამე გუნდური საპრიზო ადგილი დაიკავეს, ამასთან, თითოეულმა მათგანმა წონით კატეგორიებში ინდივიდუალური მეორე ადგილებიც მოიპოვა.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და სპორტის მასწავლებელ ნუგზარ ბურჯალიანთან ერთად წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, თითოეულ მათგანს და სპორტის მასწავლებელ ნუგზარ ბურჯალიანს ღირსეულ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ. ჩვენ გვჯერა თქვენი წარმატებების...“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203