დისველის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გულუხვი შემოდგომა ფერადი ღონისძიებით გააცილეს
22-11-2023

ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს. 

ბავშვებმა, პედაგოგების ხელმძღვანელობით, ფერადი ღონისძიება გამართეს და შემოდგომის ბარაქიანობა და მრავალფეროვნება წარმოადგინეს. 

მოსწავლეებმა გამოფინეს საშემოდგომო ნობათი, შეასრულეს სიმღერები და წელიწადის ამ დროისთვის დამახასიათებელ ბუნებრივ მოვლენებზე ისაუბრეს.  

როგორც სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი გვიყვება, მოსწავლეებმა ასევე ამოავლეს ჩურჩხელები და მხატვრულად წაიკითხეს ლექსები.  

„ასლან შაინიძის სახელობის სოფელ დისველის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დიდი სიყვარულით გააცილეს გულუხვი შემოდგომა დიდ და ლამაზ მოგზაურობაში...ძღვნად გააყოლეს ფერადი სხივები, ნაირფერი ბუნება, ლამაზი ლექსები და პატარების ხელით ამოვლებული ჩურჩხელები...

თითოეული ბავშვის სულში ის გულუხვი შემოდგომა იღვიძებს, რომელიც ამ პატარა ბუნების ფონზე, ოქროს გულივით ანათებს და წითელ-ყვითელი ფოთლებით არის გარშემორტყმული...ვუსურვოთ პატარებს და მათ პედაგოგებს წარმატებები“,- გვეუბნება პედაგოგი. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ბავშვებისთვის საზეიმოსთან ერთად შემეცნებითიც აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203