„ოქროსფერი შემოდგომა“ მერენიის საჯარო სკოლაში
22-11-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლებთან ერთად, შემოდგომა ორიგინალურად გააცილეს.

ბავშვებმა, პედაგოგების ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ გამართეს და შემოდგომის სიუხვე და მრავალფეროვნება შთამბეჭდავად წარმოადგინეს. 

მოაწყვეს საშემოდგომო კუთხე, შემოდგომის ნობათითა და ჭირნახულით, გამოფინეს მათივე ხელით შექმნილი თემატური ნამუშევრები, ასევე წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები. 

საზეიმო პროგრამა მრავალფეროვან ნომრებს მოიცავდა და თითოეული ბავშვის ინტერესებსა და სურვილებს იყო მორგებული. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება საზეიმოსთან ერთად მოსწავლეებისთვის შემეცნებითიც აღმოჩნდა, კარგად გაითავისეს წელიწადის ამ ულამაზესი დროისთვის დამახასიათებელი სეზონური ცვლილებები და შეიგრძნეს ბუნების სილამაზე და მისი მოფრთხილების აუცილებლობა. 

სკოლის ისტორიას აღნიშნული ღონისძიების სახით კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე შეემატა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203