ეფრემოვკის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა 
21-11-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, მოსწავლეებში სპორტისადმი ინტერესის გაღვივებას და მათ წახალისებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამის დასტურია სპორტის მასწავლებლების: ტატიანა უგლოვას და ვალოდია უგლოვას ხელმძღვანელობით გამართული სპორტული ღონისძიება. 

„მხიარული სტარტები“ სკოლაში, მოსწავლეთა დიდი ჩართულობით, ხალისითა და შემართებით გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ ერთმანეთს ეჯიბრებოდა ორი გუნდი: „მზე“ და „მთვარე“, მოსწავლეებმა შეასრულეს სპორტული აქტივობები. დაძაბული ბრძოლის შემდეგ კი გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203