ზემო ნატანების საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ აბრამიშვილმა საგნობრივ ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა
21-11-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და წარჩინებული მოსწავლე ჰყავს, მათ შორისაა მარიამ აბრამიშვილი.

მარიამი მე-4 კლასის მოსწავლეა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო „კინგსის“ ქართული ენის ლიგაში და მოიპოვა ვერცხლის მედალი. 

მარიამის წარმატებით, სკოლაში ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ. მარიამის მიღწევამ არა მხოლოდ მას, არამედ სხვა მოსწავლეებსაც აუმაღლა მოტივაცია და წაახალისა უკეთ სწავლისკენ

„წარმატებები მარიამს!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203