ბაიდარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური სიგელები მიენიჭათ
21-11-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მათ ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინეს, თითოეულმა მოსწავლემ „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“, ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს