
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები და ღონისძიებები იმართება.
ამჯერად, სკოლაში, პედაგოგ ნინო ფევაძის ხელმძღვანელობით, ლამაზი ღონისძიება „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩატარდა, რომელშიც დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ბავშვებმა ზეიმზე იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. მათ ასევე „საშემოდგომო კუთხე“ მოაწყვეს, რომელიც სხვადასხვა ხილითა და ლამაზი ნამუშევრებით მორთეს.
ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები ბავშვებს საჭირო უნარებს უვითარებს.
იხილეთ ფოტოები: