
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ისინი სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრსა და ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, X კლასის მოსწავლეებმა „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-2024-ის“ თამაშების შესარჩევ ეტაპზე, ფრენბურთში პირველი, ხოლო გეზრბენში მეორე ადგილი მოიპოვეს.
ბავშვებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და სკოლა ასახელეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ ეტაპზე მოსწავლეები რეგიონული თამაშისთვის ემზადებიან.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები: