კუჭატნის და სანავარდოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს სასკოლო პროგრამის ცოდნაში შეეჯიბრნენ
18-05-2018
კუჭატნის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეები სანავარდოს საჯარო სკოლის ამავე კლასის მოსწავლეებს სასკოლო პროგრამის ცოდნაში შეეჯიბრნენ.

ღონისძიების ორგანიზატორები დავით თედეიშვილი და ხათუნა ხაჩატურიანი იყვნენ. 
მოსწავლეები საკუთარ ცოდნას დიდი ხალისით და ენთუზიაზმით ავლენდნენ. ამავდროულად, აქტივობამ ხელი თემის სკოლების მოსწავლეების ურთიერთ გაცნობასა და ინტეგრაციას შეუწყო.

ვიქტორინის ბოლოს კუჭატნის საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო მელქოშვილმა მონაწილე გუნდებს სამახსოვროდ წიგნები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ  სკოლებს შორის ინტეგრირებული აქტივობები სხვადასხვა საგანში უკვე დაიგეგმა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო
 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203