დაბა კაზრეთის N2 სკოლის მერვეკლასელი ანანო დემურაშვილი პროგრამირების საბაზისო კურსის საუკეთესო მონაწილეთა შორის მოხვდა
21-11-2023
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და პროგრამაში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა VIII კლასელი ანანო დემურაშვილი, რომელიც „ფაბლაბ ილიაუნის Python-ის“ საბაზისო კურსზე შეირჩა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შესარჩევი ეტაპი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. განაცხადი ჯამურად 650 მოსწავლემ შეავსო, მერვეკლასელი ანანო დემურაშვილი კი, საუკეთესო მონაწილეთა შორის მოხვდა.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

„კიდევ ერთხელ ვულოცავთ ანანოს წარმატებას. ანანო, გვიყვარხარ და გვეამაყები!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

Python-ის უფასო ონლაინ კურსებს სკოლის მოსწავლეებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი ფაბლაბი ახორციელებს.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203