მარნეულის N5 სკოლის მოსწავლეები სახალხო დღესასწაულში - „შოთაობა-2023“ მონაწილეობდნენ
21-11-2023

მარნეულის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებებში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, ისინი სახალხო დღესასწაულში „შოთაობა-2023“ მონაწილეობდნენ, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, მარნეულის კულტურის ცენტრის დარბაზში ჩატარდა.

დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობა განხორციელდა, რომელშიც ბავშვები დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ეკა იაკობაშვილის ხელმძღვანელობით, ღონისძიებაზე პერფორმანსი - „აფორიზმები-ვეფხისტყაოსნიდან“ წარადგინეს.

მოსწავლეებმა „ვეფხისტყაოსნის“ გმირების როლები მოირგეს და შემოქმედები უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203