ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრში სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებთან შეხვედრა გაიმართა
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება თუ პროექტი ხორციელდება.
ამჯერად, განათლებისა და კულტურის ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებთან: თბილისის N173 საჯარო სკოლის დირექტორ ლია თუშურთან და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, მასწავლებელთა სახლის საგობრივ ექსპერტ-კონსულტანტ ნინო შარაშენიძესთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლები ესწრებოდნენ. მომხსენებლებმა ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებაში სიახლეებთან დაკავშირებით ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: