„ოქროსფერი შემოდგომა“  - გაუწყინარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ფერადი ღონისძიება
21-11-2023

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისა და განვითარების მიზნით, საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები ეწყობა.

ამჯერად, სკოლაში ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩატარდა, რომელშიც I,II,III და IV კლასების მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

ბავშვებმა კლასში „საშემოდგომო კუთხე“ მოაწყვეს, რომელიც სეზონური ხილით მორთეს. მათ ასევე ზეიმზე იმღერეს, იცეკვეს, თემატური ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

მოსწავლეთათვის ეს დღე ემოციებით აღსავსე და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203