ბათუმის N13 საჯარო სკოლის მოსწავლე კესო ცეცხლაძე მოსწავლეთა კონფერენციაში მონაწილეობდა
21-11-2023

ბათუმის N13 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლე ჰყავს, მათ შორისაა მე-10 კლასის მოსწავლე კესო ცეცხლაძე. 

კესო ამჯერად, მოსწავლეთა კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონფერენციის თემა - „გენდერული ძალადობა“, გახლდათ. მოსწავლეებმა, თემის ირგვლივ ძალზედ მნიშვნელოვანი და საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.

კონფერენცია 19 ნოემბერს გაიმართა.

სკოლაში საჯარო მადლობას უხდიან, მოსწავლეთა კონფრენციის ორგანიზატორს, ბათუმის N16 საჯარო სკოლის დირექტორს - ცირა ქობულაძეს საინტერესო და შინაარსიან კონფერენციაზე მიწვევისთვის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203