„ოქროს შემოდგომა“ ჩოლურის საჯარო სკოლაში
21-11-2023

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა წელიწადის ყველაზე ფერადი დრო იზეიმეს და შემოდგომის სიუხვე და მრავალფეროვნება წარმოადგინეს. 

„ოქროს შემოდგომა“ ასე უწოდეს ღონისძიებას სკოლაში, რომელიც იყო შემეცნებითი, შთამბეჭდავი, სახალისო და საინტერესო.

მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა აუდიტორია შემოდგომის ფოთლებით, ხილითა და სხვადასხვა ნუგბარით ერთად გააფორმეს.

მოსწავლეებმა ერთად შეასრულეს ლექსები, სიმღერები და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:





 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203