გორისის საჯარო სკოლაში, ტრადიციულად, „გვიანი შემოდგომა“ იზეიმეს 
21-11-2023

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნება ღონისძიებაზე წარმოადგინეს. 

დაწყებითი კლასების მასწავლებლის, მადონა დეკანოიძის ხელმძღვანელობით სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 

16 ნოემბერს, გორისის საჯარო სკოლაში ტრადიციულად იზეიმეს „გვიანი შემოდგომა“. 

როგორც პედაგოგი მადონა დეკანოიძე აღნიშნავს, პროექტის მიზანი მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენა-განვითარებასა და ანალიტიკური უნარების გაღრმავებას მოიცავდა. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროექტის ხელმძღვანელი მუსიკის მასწავლებელი მადონა დეკანოიძე იყო, ღონისძიებაში ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულნი პედაგოგები - მარინე გოშაძე, მანანა შეყლაშვილი.

„სიხარულითა და გაბრწყინებული თვალებით იზეიმეს პატარებმა ეს ლამაზი დღესასწაული“,- გვიყვებიან სკოლაში და პატარებს უამრავ ბედნიერ სასწავლო დღეს უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203