„შემოდგომა ცეკვავს ვალსს“- საბუეს საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეთა ლამაზი ღონისძიება 
21-11-2023
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება - „შემოდგომა ცეკვავს ვალსს“ გამართეს. მესამეკლასელები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ წელიწადის ოქროსფერ სეზონზე ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს და იცეკვეს. 

მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ ისინი საზიმოდ იყვნენ გამოწყობილები. სადღესასწაულოდ იყო მორთული საკლასო გარემოც, რაც განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. 

ღონისძიების ორგანიზატორი ნათია ჩაბალოშვილი გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203