მუხრანას საჯარო სკოლის მოსწავლეები დმანისის ნაქალაქარს ეწვივნენ
21-11-2023
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პროფესიონალი პედაგოგები კი აღსაზრდელების მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ.
ამჯერად, მოსწავლეთათვის ექსკურსია გაიმართა - მე-7, მე-8 და მე-10 კლასის 31 მოსწავლე დმანისის ნაქალაქარს ეწვია. ისინი გასვლით აქტივობაში ისტორიის, ინგლისური ენისა და ქართული ენის მასწავლებლების ხელმძღვანელობით, დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მოსწავლეებს გიდეობა სწორედ პედაგოგებმა გაუწიეს, რომლებმაც საინტერესო ინფორმაცია გაუზიარეს და გაკვეთილი ღია ცის ქვეშ ჩაუტარეს.
„აღნიშნული ნაქალაქარი მეექვსე - მეშვიდე საუკუნიდან იღებს სათავეს, მას მიენიჭა ძეგლის სტატუსი, მას შემდეგ, რაც პირველი ადამიანის ძვლოვანი ნაშთები აღმოაჩინეს“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს