ტყიბულის N6 სკოლის მოსწავლე სესილი სოფრომაძემ საგანმანათლებლო კონკურსში გაიმარჯვა 
21-11-2023

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ. 

ამჯერად, სკოლაში მერვეკლასელი სესილი სოფრომაძის გამარჯვება ახარებთ. 

ტყიბულის N6 სკოლის VIII კლასის მოსწავლემ, სესილი სოფრომაძემ (დამრიგებელი, ცირა კუბლაშვილი) მედიაორგანიზაცია - „ქუთაისიპოსტის“ გამოცხადებულ კონკურსში - „დახატე თავისუფლება“ გაიმარჯვა.

მას სიგელთან ერთად, პრიზის სახით ფულადი პრემია გადაეცა.

აღნიშნულ კონკურსს - „ქუთაისიპოსტი“, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის ახორციელებდა.

კონკურსი ითვალისწინებდა ახალგაზრდების მიერ ესეს, ნახატის ან ვიდეოპროდუქტის შექმნას, იმის შესახებ თუ როგორ ესმით მათ მედიისა და გამოხატვის თავისუფლება.

ნამუშევრები „ქუთაისიპოსტის“ სოციალურ გვერდზე განთავსდა, რომელთაგან 3 გამარჯვებული გამოვლინდა.

ორი საუკეთესო ავტორი სპეციალური ჟიურის მიერ შეირჩა, ხოლო 1 ნამუშევარი სოციალურ ქსელში აუდიტორიის ჩართულობისა და გამოხმაურებების მიხედვით.

გამარჯვებულებს ფულადი პრიზი გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203