დამიის საჯარო სკოლაში კოსტიუმირებული სანახაობა მოეწყო
21-11-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში წელს პირველად „ჰელოუინი“ აღინიშნა. 

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა წარმოადგინეს კოსტიუმირებული სანახაობა, მსმენელებს გააცნეს Halloween-ის ისტორია. 

ტრადიციისამებრ, მონსტრებისა და ზღაპრული პერსონაჟების კოსტიუმებში გამოწყობილმა ბავშვებმა შეძახილებით - Trick or treat? (ფული ან სული) შეაგროვეს ტკბილეული, შეასრულეს თემატური სიმღერები, იცეკვეს, მაყურებლებთან ერთად ითამაშეს მხიარული თამაშები, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

ღონისძება, ინგლისური ენის უფროსი მასწავლებლის - ლუსინე მანუჩარიანის ხელმძღვანელობით  ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ ჰელოუინის დღესასწაულს უმეტესად კათოლიკურ ქვეყნებში ყველა წმინდანის დღის წინა, 31 ოქტომბრის ღამეს აღნიშნავენ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203