ძენწმანის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მინილექცია ჩატარდა
21-11-2023

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.

სკოლაში, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო მინილექცია გაიმართა, რომელშიც VIII-IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. შეხვედრის მიზანი კი, ცნობადობის ამაღლება გახლდათ. 

შეხვედრა ისტორიის მასწავლებლის - ნარგულ ბარამიძისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - ანა გოგიას, ხელმძღვანელობით გაიმართა. 

შეხვედრაზე, ანნა გოგუაძემ, უახლესი ისტორიიდან ტოლერანტობის მაგალითები გააცნო დამსწრე საზოგადოებას, ხოლო ნატალი შაქარაძემ უძველესი პერიოდის ფაქტები წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას, ასევე დავით აღმაშენებლის დროიდან მოიყვანა თემატური მაგალითები. 

ლიზი ბერიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია, ანრი ვაშაყმაძემ, მარიამ ილიაიძემ და VIII-IX კლასის სხვა მოსწავლეებმა შეასრულა ნამუშევრები და მოაწყვეს ნახატების გამოფენა. 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი, პროდუქტიული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203