თხილნარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მკლავჭიდის შეჯიბრში ღირსეულად იასპარეზეს
21-11-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტისადმი სიყვარულის დანერგვას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა სახის სპორტულ ღონისძიებაში, ამჯერად, ბავშვები ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში გამართულ შეჯიბრში მონაწილეობდნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები წონითი კატეგორიების მიხედვით დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის მედლებითა და სიგელებით.

აღნიშნულ შეჯიბრში მონაწილეობდნენ თხილნარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები: მარიამ ზოიძე (მე-8 კლასი), ეთერი გვიანიძე (მე-11 კლასი), დიტო აბუსელიძე (მე-11 კლასი), ქეთი ზოიძე (მე-11 კლასი) და გიორგი ბერიძე (მე-11 კლასი).

აღსანიშნავია, რომ ქეთი ზოიძემ მოიპოვა მესამე ადგილი, დიტო აბუსელიძემ ასევე მესამე ადგილი, ხოლო გიორგი ბერიძემ პირველი ადგილი დაიმსახურა და გახდა ჩემპიონი მკლავჭიდში.

სპორტული ღონისძიების მიზანი გახლდათ, მკლავჭიდის პოპულარიზაცია, ნიჭიერი და პერსპექტიული მკლავჭიდელების გამოვლენა.

აღნიშნულ შეჯიბრს ხელმძღვანელობდნენ სპორტის პედაგოგები - ნანა მიქელაძე და თამარ გორგაძე.

სკოლაში მადლობას უხდიან აჭარის მკლავჭიდის ფედერაციის მსაჯთა ბრიგადას. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203