ორლოვკის საჯარო სკოლის პირველკლასელები ანბანს მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ 
21-11-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლის პირველკლასელები ანბანს დიდი მონდომებითა და ხალისით სწავლობენ. 

პირველ კლასში ანბანი საზეიმოდ შემობრძანდა. მოსწავლეებს იმ დღის ემოციები ჯერ კიდევ მოჰყვებათ.

მოსწავლეებს, პედაგოგმა, მურადინნა აკოპიანმა საანბანო პერიოდის დაწყება ნამდვილ დღესასწაულად უქცია.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საკლასო ოთახი ძალიან ლამაზად იყო მორთული, მასწავლებელმა კი გაკვეთილი მრავალფეროვანი აქტივობებითა და სახალისო თამაშების თანხლებით ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა მოტივაცია საზეიმოდ მორთულმა საკლასო ოთახმა კიდევ უფრო აამაღლა, ისინი აქტივობებში  დიდი ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

პედაგოგი დირექციას მხარდამჭერისათვის და მშობლებს კი აქტიური თანამშრომლობისათვის მადლობას უხდის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203