ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „შემოდგომის კვირეული“ მრავალფეროვანი აქტივობებით დაასრულეს
21-11-2023
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში შემოდგომის სეზონთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები განხორციელდა. ბოლოს კი დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა „შემოდგომის კვირეული“ ჩურჩხელების ამოვლებით დაასრულეს. 

„მასწავლებლებმა: ხ. ჭავჭანიძემ,  მ. უთალიშვილმა და სხვებმა, მშობელთა ჩართულობით, ბავშვებს ასწავლეს და აჩვენეს ჩურჩხელის ასხმა-გავლების წესები და მხიარულად აღნიშნეს ფერადი შემოდგომის ლამაზი დღე“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღნიშნულ აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

ეს დღე მათი სასკოლო ცხოვრებიდან ერთ-ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203